Sunday, 19 April 2015
დღე მეორე
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების წარდგენით. გავაცანით ერთმანეთს პროექტის სათაური თუ რაზე ვაპირებთ მუშაობას, წარმოვადგინეთ მოკლე მონახაზი რაც ძალიან საინტერესო იყო. გავიხსენეთ ტრენინგის პირველი დღე, დაწვრილებით განვიხილეთ-გავიმეორეთ ყველა ის საკითხი რომელიც გუშინ გავიარეთ.
პირველი დღის გახსენების შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დგის განრიგი. გავიგეთ რომ არსებობს ორი სახის ბუკლეტი - საინფორმაციო და სარეკლამო. პირველი საკითხი იყო სარეკლამო ბუკლეტის მოთხოვნის გაცნობა, შევისწავლეთ თუ როგორ გავაკეთოთ სარეკლამო ბუკლეტი და ვისზეა იგი ორიენტირებული.
ვეცნობით შაბლონს თუ როგორ ვგეგმავთ ბუკლეტის შინაარსს და ტრენერი გვთხოვს რომ შევქმნათ საკუთარი პროექტის სარეკლამო ბუკლეტი. სანამ უშუალოდ ბროშურაზე დავიწყებთ მუშაობას ტრენერი გვახსენებს word-ის ინსტრუმენტებს. ვქმნით სარეკლამო ბუკლეტს, გადავიტანეთ "სასწავლო პროექტის დამხმარეში". ტრენერი გვასწავლის დაზიპვის ოპერაციას და ვზიპავთ საქაღალდეს. დაზიპულ ფაილს ვაგზავნით საკუთარ ფოსტაზე. ვსწავლობთ დაზიპული საქაღალდის ჩამოტვირთვას და განზიპვას.
ამის შემდეგ ვეცნობით ბლოგს და მის ინსტრუმენებს დეტალურად, როგორ შეგვიძლია ახალი ბლოგის შექმნა, ახალი ჩანაწერის გაკეთება, ცვლილებების შეტანა.
დღეს იყო არაჩვეულებრივი დღე, უამრავი რამ ვისწავლე, მივიღე ბევრი საჭირო ინფორმაცია რაც გამომადგება მომავალ საქმიანობაში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment