Tuesday 12 May 2015

დღე მეცხრე

    გავიმეორეთ მთლიანი განვლილი მასალა, თუ რამე კითხვა გვქონდა ტრენერმა გვიპასუხა ყველაფერზე ვრცლად და გარკვევით, ასე რომ გაუგებარი არავისთვის არაფერი დარჩენილა. ამის შემდეგ გავეცანით დღის გეგმას და შევუდექით მის განხორციელებას. power point-ში ვისწავლეთ ჰიპერ ბმულები, ანუ სიტყვიზე საქაღალდის მიბმა. ამის შემდეგ გავეცანით youtube.com-ზე ვიდეოს ატვირთვას და და ბლოგში განთავსებას. შემდეგ უკვე picasa გაგვაცნო ტრენერმა, რაც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
     წარმოვადგინეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაციები და გავუკეთეთ შეფასება.
    საბოლოოდ, ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო მასწავლებლებისათვის, ვისწავლეთ უამრავი რამ, რაც დაგვეხმარება მომავალი გეგმების განხორციელებაში. უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზრე რა არის პროექტი, და როგორ უნდა შევქმნათ სრულყოფილი პროექტი.

Sunday 10 May 2015

დღე მერვე

       დღე დავიწყეთ წინა შეხვედრის გახსენებით. შემდეგ უკვე ტრენერმა გაგვაცნო დღის განრიგი.  ვათვალიერებთ სხვების ფასილიტაციიე ნიმუშებს და ვქმნით საკუთარს და ვათავსებთ საქაღალდეში. ამის შემდეგ, ვაწესრიგებთ საქაღალდეს, სახელებს ვუცვლით თითოეულს შინაარსიდან გამომდინარე. ვსწავლობთ drive_ს ინსტრუმენტებს და ვტვირთავთ ამ საქაღალდეს. შემდეგ უკვე სიის გაჯეტის დახმარებით ჩვენს საქაღალდეს ვტვირთავთ საკუთარ ბლოგზე

Saturday 9 May 2015

დღე მეშვიდე

       ტრენინგის მეშვიდე დღეც გამეორებით დავიწყეთ.გავიმეორეთ შეფასების რუბრიკები.გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ მოსწავლის პრეზენტაციას, ჩვენს საქაღალდეს და მასში მოთავსებულ ინფორმაციას.
     გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორეა და ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროექტის მიმდინარების პროცესში ყველა მოსწავლის საჭიროება უნდა იქნას გათვალისწინებული. მოსწავლეებს უნდა შევუდგინოთ მათი აკადემიური მოსწრების შესაბამისი დავალებები.შევადგინეთ ასეთი დავალებები და მოვათავსეთ ჩვენი პროექტის გეგმაში.
       ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ თუ როგორ ხდება HTML გაჯეტის დამატება და რისთვის გამოიყენება ის.
  დარჩენილი დრო დავუთმეთ პროექტის გეგმას, დაწვრილებით გავწერეთ პროცედურები. პროექტმა საბოლოოდ მიიღო დასრულებული სახე.

Sunday 3 May 2015

დღე მეექვსე

     წინა დღის გახსენება. შემდეგ უკვე ტრენერმა გაგვაცნო თუ რის გაკეთებას ვაპირებდით დღევანდელ შეხვედრაზე. გავარჩიეთ ორი საქაღალდე - სტუდენტის ნიმუში და შეფასების რუბრიკები.
   შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში PP დოკუმენტში. ვისწავლეთ დიაგრამების ჩასმა სლაიდებზე. ამის შემდეგ გადავხედეთ პროექტის გეგმის ნიმუშებს და შეფასების რუბრიკებს. ჩამოვტვირთეთ ყველა ის რუბრიკა რომელიც საინტერესოდ ჩავთვალეთ და მოვაქციეთ ჩვენს საქაღალდეში და მოვარგეთ საკუთარ პროექტს. ამის შემდეგ დავზიპეთ ჩვენი საქაღალდე და გავუგზავნეთ საკუთარ თავს.

Saturday 2 May 2015

დღე მეხუთე

     როგორც ყოველი წინა შეხვედრის დროს, დღესაც გავიხსენეთ წინა დრე დეტალურად, დავათვალიერეთ შექმნილი საქაღალდეები. შემდეგ უკვე ტრენერმა გაგვაცნო დღის განრიგი.
    გადავედით მესამე მოდულის მეორე აქტივობაზე. ვსწავლობთ საავტორო უფლებების შაბლონის შევსებას და ვინახავთ სურათები, აუდიო მასალა - საავტორო უფლებებში.
გადავედით ბლოგზე, ტექნიკურ ნაწილზე, გავუკეთეთ ერთმანეთის ბლოგებს კომენტარი და შესაბამისი პასუხიც მივიღეთ. შემდეგ უკვე ვქმნით მოსწავლის ბლოგს, ვიხსენებთ ბლოგის შესწავლილ გაჯეტებს. ტრენერი გვიმატებს სამ ახალ გაჯეტს ესენია - სურათის, გამოკითხვის და ახალი გვერდის შექმნის გაჯეტები. ვსწავლობთ გვერდების გამოჩენას layout-ის დახმარებით, ასევე გაჯეტების ადგილის შეცვლას.
   ჩემთვის დღევანდელი დღე იყო ყველაზე საინტერესო, რადგან ძირითადად ვიმუშავეთ ტექნიკურ ნაწილზე, იყო უფრო მეტი პრაქტიკა ვიდრე თეორეა. ყველაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის გვერდების შექმნა და გამოქვეყნება.

Sunday 26 April 2015

დღე მეოთხე

გავიხსენეთ გუშინდელი ტრენინგი, როგორც ყოველთვის - დეტალურად გავნიხილეთ თითოეული საკითხი. ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი.
გადავდივართ მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე.
  ვადგენთ შეფასების გეგმას - რუბრიკას.  ასევე ვწერთ დროში გაწერილ შეფასების გეგმას.
ამის შემდეგ POWER POINTში ვაკეთებთ საკუთარი პორთფოლიოს პრეზენტაციას. დავზიპეთ ჩვენი საქაღალდე და გადავუგზავნეთ საკუთარ თავს. ამის შემდეგ შევდივართ ბლოგზე და ვმუშაობთ ბლოგის ინსტრუმენტებზე. ვსწავლობთ ბლოგში სურთის ჩასმას. სურათის ზომების ჩასმას და მასზე მანიპულირებას.

ამის შემდეგ ვსწავლობთ ბლოგის ინსტრუმენტებს როგორიცაა: ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგის წაშლა და ბლოგის დიზაინი. 
ბლოგთან დაკავშირებით უამრავი რამ გავიგე, რისი გაგებაც აქამდე არ შემეძლო, მომავალ ტრენინგს კი სულმოუთქმელად ველი რადგან მოგვიწევს სულ ბლოგის ინსტრუმენტების განხილვა.

Saturday 25 April 2015

დღე მესამე

    ტრენინგი დავიწყეთ დღის წესრიგის განხილვით. როგორც წინა დღეს, დღესაც დაწვრილებით გავიმეორეთ გასული ტრენინგის თითოეული მნიშვნელოვანი საკითხი. შემდეგ უკვე გადავედით ახალ მასალაზე, განვზიპეთ ჩვენს მაილზე გაგზავნილი საქაღალდე. დავასრულეთ წინა შეხვედრაზე დაწყებული ბუკლეტის შექმნა.
     შემდეგ უკვე გადავედით მეორე მოდულზე და დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გავიგეთ უამრავი ახალი რამ. როგორ უნდა შევადგინოთ პროექტის გეგმა სტანდარტის გათვალისწინებით. სტანდარტიდან, 21 საუკუნის უნარ ჩვევებიდან და ბლუმის ტაქსონომიის დახმარებით ადვილად განვსაზღვრეთ მიზნები და ამოცანები.
    შემდეგ უკვე ტრენერმა გაგვაცნო მიმართულების მიმცემი კითხვები, რაც ახალი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, განვიხილეთ თითოეული სახის შეკითხვა და შევავსეთ გეგმა. ამ კითხვების დახმარებით მივდივართ მიზნამდე.
    ბევრისმომცემი იყო ეს დღე ჩემთვის, არ ვიცოდი ამ მიმართულების მიმცემი შეკითხვების სწორად გამოყენება და ძალიან მიხარია ამ ყველაფრის გაგება გააზრება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.